შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, განათების კატეგორიის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** განათებისა და ელექტრო პროდუქტის მიმართულებით არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა, დამუშავება და მათი უპირატესობების განსაზღვრა;
** მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა და მის შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** გადამზიდავ/ლოჯისტიკურ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება და დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, ასორტიმენტის დროულად და ეფექტურად მოწოდების მიზნით;
** კატეგორიის კატალოგის, სააქციო თუ საინფორმაციო ბროშურების დამუშავების პროცესში ჩართულობა;
** სექციაში მომუშავე კონსულტანტებისათვის ტრენინგების ჩატარება სექციის ასორტიმენტის და მათი მახასიათებლების გაცნობის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (კერამიკული ფილის კატეგორიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** განათების კატეგორიის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** შესყიდვებისა და გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა; (უპირატესობად ჩაითვლება რუსული ან/და ჩინური ენების ცოდნა)
** საოფისე პროგრამების ფლობა; (პრიორიტეტულად ჩაითვლება 1C პროგრამაში გამოცდილება).

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკების უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2019 წლის 5 ივლისისა, აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: cvtorecruite@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე