მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
კომპანია "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა კატეგორიის მოლარე-ოპერატორების პოზიციებზე:

ინტელექსპრესი http://inteliexpress.net/ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირსა და საქართველოში. წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით. ხოლო მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდაა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები; კომპანია, ორიენტირებულია ქართულ დიასპორასა და მის მოთხოვნებზე.

სამუშაოს აღწერილობა: ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური და სალომბარდე გადახდები და სხვ.)

1. კატეგორიის მოლარე-ოპერატორი

შტატი - 4
განაკვეთი - სრული, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: დღიური, (სტანდარტული დღე - 20 ლარი; კვირა დღე - 23 ლარი; უქმე დღე - 25 ლარი)
ადგილმდებარეობა: ცენტრალური ფილიალი, დელისის ფილიალი, გლდანის ფილიალი, წერეთლის ფილიალი, ვარკეთილის ფილიალი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციებზე (მოლარე-ოპერატორი, ექსპერტ-შემფასებელი) მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ, 2 წლიანი (მნიშვნელოვანია); - ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; - კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა; - სალომბარდე საქმის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

2. სარეზერვო მოლარე-ოპერატორი

შტატი - 2
განაკვეთი - არასრული, გამოძახებით
ანაზღაურება: დღიური (სტანდარტული დღე - 16 ლარი; კვირა დღე - 19 ლარი; უქმე დღე - 21 ლარი)
ადგილმდებარეობა: თბილისის ფილიალები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, საბანკო საქმე/ფინანსები); განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა; - საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; - სალომბარდე საქმის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

3. ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი

შტატი - 1
განაკვეთი - სრული 22:30 - 09:00 (ღამის ცვლა, თვეში საშუალოდ 10 სამუშაო დღე);
ანაზღაურება: დღიური (სტანდარტული დღე - 33 ლარი; კვირა დღე - 35 ლარი; უქმე დღე - 37 ლარი)
ადგილმდებარეობა: საბურთალო, მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ, 2 წლიანი (მნიშვნელოვანია); ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა; საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; მათემატიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

უნივერსალური მოლარე-ოპერატორი აეროპორტში
შტატი - 2
განაკვეთი - სრული (დღის და ღამის ცვლა, თვეში საშუალოდ 15 სამუშაო დღე);
ანაზღაურება: ფიქსირებული - 500 ლარი + ბონუსი ბრუნვიდან;
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ, 2 წლიანი (მნიშვნელოვანია); ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა; საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; მათემატიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას;

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@intelexpress.ge

განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები ვერ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 24 ივნისი.

სისტემა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე