სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: ჰოტელ კონტრაქტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "HCG - Hotel Contract Georgia" (ინტერიერისა და ექსტერიერის საპროექტო მასალების ხარისხის კვლევა, ანალიზი, იმპორტი) აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.

ხანგრძლივობა: 2 თვე

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება
** ბაზრის კვლევა და საჭიროებების გამოვლენა
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის კომპანიის სერვისების შეთავაზება
** კლიენტზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება
** მონიტორინგი
** კლიენტთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის/მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: sales.group@hcg.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ები მიიღება 2019 წლის 20 ივნისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე