წარმოების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ინჟინერი
მომწოდებელი: ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სწრაფად მზარდი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინრის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სატრანსპორტო და მანქანთმშენებლბობის, ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** წარმოებაში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება (მეღვინეობის სფეროში გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
** თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა. გარდა მექანიკური ასპექტისა მნიშვნელოვანია პროგრამული (software) ნაწილთან მუშაობის შესაძლებლობა;
** ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა;
** მივლინებებისა და რეგიონში მუშაობის შესაძლებლობა.

მოვალეობები:

** წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია, ავტომატიზირება შესაბამისი დანადგარებისა და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით;
** ინტეგრირებული სისტემების შემუშავება და ჩამოყალიბება მაღალ ხარისხიანი და ეკონომიურად კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის;
** შესაბამისი დანადგარების მოძიება, შერჩევა, მონტაჟი და შემდგომი მონიტორინგი;
** არსებული მოწყობილობების განვითარებისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** საჭირო მასალების, ნაწილებისა და აღჭურვილობების შესაძენად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხარვეზის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;
** დანადგარებისა და შესაბამისი ინვენტარის მოვლა, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვა, სამუშაოს გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

უნარები:

** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის აღმოჩენისა და დროულად აღმოფხვრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა;
** საინტერესო პროფესიულ გამოწვევებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: vacancy.n100@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე