კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
მომწოდებელი: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თსა-ს მისიაა გაზარდოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალები სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

"თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს" კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ბიოქიმია/გენეტიკის დეპარტამენტი: გენეტიკა - პროფესორი (1 ადგილი)

პათოლოგიის დეპარტამენტი: პათოლოგია - ასისტენტი (1 ადგილი)

შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი:

** დერმატოვენეროლოგია - პროფესორი (1 ადგილი)
** კლინიკური პარაზიტოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** შინაგანი სნეულებები - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა - ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

პედიატრიის დეპარტამენტი: პედიატრია - ასისტენტი (1 ადგილი)

მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი:

** ​მეანობა-გინეკოლოგია - ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)
** ასისტენტი (1 ადგილი)
** სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვა - პროფესორი (1 ადგილი)
** ასისტენტი (1 ადგილი)

კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტი:

** კლინიკური უნარ-ჩვევები - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** ასისტენტი (1 ადგილი)

უცხო ენების დეპარტამენტი: უცხო ენა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
** პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
** ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
** ავტობიოგრაფია (CV)

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
** პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
** მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
** ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
** დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
** ​სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
** ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;

ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
** პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
** ​სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
** ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;

ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
** ​სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).

კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;

ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ის ასლები;
** დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა; კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში - კლინიკური მიმართულებით დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.
** რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

** ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
** გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
** აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
** სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
** სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
** ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
** სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
** ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
** ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესსა და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ვებგვერდზე (http://www.tma.edu.ge).

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 24-25 ივნისს 10-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84; ელფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი http://www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 3 ივლისს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე