იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სავალდებულოა მაგისტრის ხარისხი);
** სასურველია ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო სერთიფიკატი სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალობით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება კლინიკაში მუშაობის გამოცდილებას;

ფუნქცია მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება, მათი დროულად შევსებაზე კონტროლი;
** ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანებების შესახებ დროული რეაგირება და ცვლილება საჭიროებიდან გამომდინარე;
** კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება, მათი დროულ შევსებაზე კონტროლი;
** ზოგადი ბრძანებები, თანამშრომელთა დანიშვნა/განთავისუფლება/მივლინება/მინდობილობა და სხვა სახის ბრძანებების შედგენა/აღრიცხვა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** უფასო სასაუბრო დროს;
** უფასო კვებას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;

სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1000 ლარი

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე hr@medi.ge 2019 წლის 23 ივნისამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე