Angular-ის დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Angular-ის დეველოპერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ Angular-ის დეველოპერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ამჟამად ჩვენი პროდუქტი ბექენდ ნაწილში მუშაობს Ruby on Rails-ზე, ხოლო ფრონტენდში AngularJS-ზე.

გამოცდილება: Front End დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ტექნოლოგიების ფლობა:

** JavaScript-ის (es6) კარგად ცოდნა;
** Webpack-ის კონფიგურაციის კარგად ცოდნა;
** HTML5/CSS3-ის კარგად ცოდნა;
** Bootstrap-ის კარგად ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე.
** ანაზღაურება: 2, 200-დან 3, 200 ლარამდე ხელზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Angular Developer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე