Ruby on Rails-ის წამყვან დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Ruby on Rails-ის წამყვან დეველოპერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ Ruby on Rails-ის წამყვან დეველოპერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წელი Ruby-ზე და Ruby on Rails-ზე მუშაობის გამოცდილება;
** OOP პრინციპების კარგი ცოდნა და აღქმა;
** პროექტირების და პროგრამირების პატერნების ცოდნა;
** ვებ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე;
** SQL-ის ცოდნა და RDBMS-თან მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში;
** ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან შესაბამისი პროგრამების ცოდნის სერთიფიკატები.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე.
** ანაზღაურება: 5,000-დან 6,000 ლარამდე ხელზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Ruby on Rails Lead Developer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე