გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საფინანსო ან სადაზღვევო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;

ასევე, შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მიზანსწრაფულობა;
** ემოციების კონტროლის შესაძლებლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალურობა;
** ანალიზის უნარი.

ჩვენთან, გაყიდვების მენეჯერი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში, გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
** კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
** კომპანიის მიერ სარელიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 23 ივნისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეტაპობრივი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე