დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 19 წლიდან 55 წლამდე;
** სიმაღლე: 175 სმ-დან;

სამუშაო ადგილი (ობიექტი): დასაცავ ობიექტს წარმოადგენს კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, 3 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: თვეში 450 ლარი (ხელზე ასაღები).
დამატებითი პირობები: ორჯერადი კვება და ტრანსპორტირება (თბილისი-კუმისი-თბილისი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 577 54 29 29, 2353253, 2560101, ან გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართი: თბილისი, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორია, გ. სააკაძის მე-2 გასასვლელი, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე