შესყიდვების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით შესყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირებისას პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სტაჟირებისას სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
პოზიციის სტაჟირების შემდგომი ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: სრული
დამატებითი პირობები: საცხოვრებლით უზრუნველყოფა

შესყიდვების ადმინისტრატორის როლი ითვალისწინებს შესყიდვების განყოფილების მხარდაჭერას შესაბამისი პროცედურების დაცვის უზრუნველყოფით.

სამუშაო აღწერილობა:

** ინვოისების მიღება, დახარისხება, შესყიდვის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე შედარება
** ინვოისების პროცესირება საბოლოო გადახდის მიზნით
** პოტენციური ახალი მომწოდებლების მოძიება და მომწოდებელთა ბაზაში შეყვანა
** მომწოდებლებისაგან შესყიდული მასალებისა და მომსახურების მოწოდების ვადების კონტროლი
** შესყიდვების პროცესში ჩართული მხარეებისაგან შეკვეთების მიღება და დამუშავება
** აუცილებლობიდან გამომდინარე კონტრაქტების ან შესყიდვის ორდერების პირობების განხილვა / კოორდინაცია იურიდულ დეპარტამენტთან
** შესყიდული მასალებისა და ინვენტარის მიტანა / დასაწყობების პროცესის კოორდინაცია ქონების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით
** შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელობის მიერ სხვა სამუშაო დავალებების შესრულება კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის განვითარებული უნარები
** აუცილებელია საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა
** შრომისმოყვარეობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე