მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ეროვნული მუზეუმის მაღაზია
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ეროვნული მუზეუმის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

დამსაქმებელი: შპს "სანტა ესპერანსა"
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დასვენების დღე ორშაბათი და კვირის ერთი ნებისმიერი სხვა დღე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის და სხვა პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება წიგნის და სხვა პროდუქციის ადგილმდებარეობის შესახებ;
** მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** მომარაგების მიღება და დროული განთავსება;
** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ცოდნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება ისტორიის ან ხელოვნებათმცოდენობის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** ინგლისური ენის B1 დონე
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მკითხველი;
** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ გიყვარს კითხვა და შეგიძლია წიგნით მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარო, ჩვენთან უამრავი მკითხველი გელოდება, რომელიც შენს რჩევას ელის!

გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge

საგანში მიუთითეთ - "მუზეუმის მაღაზია".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე