ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
** მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირება;

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა);

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე