კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ჭაღების მაღაზია-შოურუმი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ჭაღების მაღაზია-შოურუმს ესაჭიროება კონსულტანტი ბიჭი ან გოგო, 20-დან 35 წლამდე.

მოვალეობები:

** შოურუმში შემოსული კლიენტების მომსახურება - დახმარება პროდუქციის შერჩევაში, პროდუქციაზე საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ნაშთების გადამოწმება სამუშაო ბაზაში;
** ჭაღების აწყობა (ბიჭის შემთხვევაში), ელექტრობასთან შეხება
** საჭიროების შემთხვევაში სასაწყობე ნაშთების გადამოწმება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალებების დროულად შესრულება.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე;
** ქართულად გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (ინგლისური და რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
** მიზანდასახული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV სურათით, შემდეგ მისამართზე: marialuce.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე