მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
რესტორნების ქსელი  "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი (მარჯანიშვილი #5, სანდრო ეული #7, მოსაშვილის #11);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

**  შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სარესტორნო პროგრამაში მუშაობა, შეკვეთების ასახვა და ანგარიშის მომზადება;
** შეკვეთის და თანხის მიღება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
** სტუმართან პერმანენტული კომუნიკაცია, მის კმაყოფილებაზე ზრუნვა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე