სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** პროფესიულ ტრენინგებს;

თანამდებობა: სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში
ექვემდებარება: რეგიონალურ იურისტს / იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს
სამუშაო ადგილი: ქვემო იმერეთის რეგიონი (ქუთაისი)

პოზიციის მიზანი:

რეგიონალური იურისტისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის დახმარების გაწევა სასამართლო საქმის წარმოების პროცესსა და სხვა სამართლებრივ საკითხებში.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების ტექნიკური უზრუნველყოფა (ქსეროასლების გაკეთება / დამოწმება);
** იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაში შემომავალ წერილებსა და განცხადებებზე პასუხების მომზადება;
** სასამართლოში შესაგებლის / სარჩელის მომზადება და წარდგენა;
** სააღსრულებო საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიღება (დოკუმენტაციის მომზადება, მოვალეთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და ა.შ.);
** რეგიონალურ იურისტთან ერთად, პრობლემურ მსესხებელებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 მაისი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე