ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემის დანადგარების მუშაობის დიაგნოსტირება და გამართვა;
** კლიენტისთვის საგარანტიო მომსახურების დროულად და ეფექტურად მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების წარმოება;
** სამუშაო პროცედურების, ტექნიკის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საინჟინრო სქემების წაკითხვის ცოდნა;
** დანადგარების ელექტრო სქემების წაკითხვის ცოდნა;
** მაცივარ აგენტებთან მუშაობის გამოცდილება და უნარ-ჩვევები.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე