უსაფრთხოების ოფიცერი, ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი, ბელბოი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიებს უსაფრთხოების ოფიცრისა და ბელბოის პოზიციებზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

1. უსაფრთხოების ოფიცერი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმრო იოტაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით
** უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი
** სასტუმროს პერიოდული მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა
** უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება
** აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება
** სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე
** პრიორიტეტულია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი

2. ბელბოი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა/მისალმება
** სტუმრების ბარგის გადმოტვირთვა და დაბინავება
** სტუმრების გაცილება დანიშნულების ადგილამდე
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით
** სტუმრისათვის სხვა რელევანტური ტიპის დახმარებების გაწევა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უპირატესობად ჩაითვლება 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასტუმროს მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე
** გამართული საუბარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("უსაფრთხოების ოფიცერი" ან " ბელბოი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე