გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA Hotels" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის არსებული ბიზნეს გეგმისა და სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის მიზნებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა და მის განხორციელებასა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების მხარდასაჭერი აქტივობების განხორციელება: კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება
** გაყიდვების სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, ბიუჯეტის შედგენა და შესრულების უზრუნველყოფა
** არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო, გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მოთხოვნების დაზუსტება/შესწავლა/ანალიზი და სათანადო რეაგირება
** გაყიდვების მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შესწავლა/ ანალიზი,
** ახალი ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნა/გამოვლენა და შესაძლებლობების ათვისება
** სამომხმარებლო ბაზრის (არსებული/პოტენციური) მუდმივი მონიტორინგი, ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი
** გაყიდვების სისტემის მუდმივი განვითარება, გაყიდვების არხების მოძიება და გენერირება
** სასტუმროს გაყიდვების განყოფილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა - დაგეგმვა/ორგანიზება
** თანამშრომლების სამუშაო პროცესის მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული ცალკეული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია სასტუმროს სფეროში, ანალოგიურ პოზიციაზე 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის, დახვეწილი მეტყველების და წერის უნარები
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (გასაუბრება წარიმართება მითითებულ უცხო ენებზე)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, სწავლებისა და შეფასების უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია
** ​მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** ნოვატორულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი , თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი") რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ ხსენებულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე