IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000367
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა - აწყობა, შეკეთება, მომსახურეობა;
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა, შეკეთება);
** საბეჭდი კარტრიჯების შეცვლა, აღრიცხვა, სტატისტიკის შეგროვება;
** ქსელების გაყვანა (დიაგნოსტირება და გამართვა);
** სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა.
** მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა);
** კომპანიის ფილიალებში გასვლა (საჭიროების შემთხვევაში);
** სამუშაო დოკუმენტაცია და ანგარიშგება (სამუშაო დოკუმენტაციის შექმნა, საჭიროებისამებრ).

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/367

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31 მაისი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე