გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ზარაფხანა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ზარაფხანა" არის ქართული საიუველირო კომპანია, რომელიც ქმნის, აწარმოებს და ყიდის საიუველირო ნაკეთობებსა და სუვენირებს. 80 წლის წინ შექმნილი კომპანია დღემდე ინარჩუნებს და ავითარებს მრავალსაუკუნოვან საიუველირო მემკვიდრეობას. "ზარაფხანა" არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწარმოებელი საიუველირო ნაკეთობებისა და უპირობო ლიდერი ბაზარზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე http://www.zarapxana.ge

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
კატეგორია: გაყიდვები და მარკეტინგი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** აუცილებელია გაყიდვების და პროექტების მართვის სფეროში გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებები და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების პროცესის მართვა;
** შეკვეთების მიღება და პროცესის ხელმძღვანელობა მის სრულად ჩაბარებამდე;
** სამუშაოს შესრულების ვადების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება;

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapxana.ge

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე