მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: კაფეტერია Canteen_Area
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "CanteenArea" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** ნებისმიერი სახის ცომეულის მომზადება (საცხობად)
** პროდუქციის მომზადება რეცეპტის მიხედვით ზედმიწევნით სიზუსტით, მინიმალური დანაკარგით და ტექნოლოგიური პროცესების მაქსიმალური დაცვით
** ღუმელის, ცომსაზელი და სხვა მანქანა-დანადგარების გამოყენების წესების ცოდნა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სურსათის უვნებლობის პარამეტრების მკაცრი კონტროლი და წესრიგის უზრუნველყოფა
** პროდუქციის ხარისხის და ვადების კონტროლი
** გათვალისწინებული ნორმების დაცვა
** ინგრედიენტების სიჯანსაღისა და სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება

მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მცხობელად მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაოს სწრაფი და ეფექტურად შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალობა და მოტივირებულობა
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე
** ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge და გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ "CanteenArea - მცხობელი".

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 20 მაისი.

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე