შემოსავლების განყოფილების აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოსავლების განყოფილების აღმრიცხველი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ბორჯომისა და ბაკურიანის სერვის ცენტრებში შემოსავლების განყოფილების აღმრიცხველის ვაკანტურ პოზიციებზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** კომპანიის აბონენტებისთვის ქვითრების დარიგება;
** მრიცხველების ჩვენებების აღება და ბილინგის სამსახურისთვის გადაცემა;
** იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან სერვის ცენტრში თანხის ამოღების კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** სასურველია Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის და თქვენთვის მისაღები რეგიონის (ქალაქის) დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე