ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: Rossoft
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "Rossoft" წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ფართოდ ცნობილია, როგორც ERP გადაწყვეტილებები) პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე: http://www.rossoft.ge

კომპანია Rossoft აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** საგადასახადო/საპენსიო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა.
** ყოველთვიური ხელფასების დაანაგარიშება;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციის შესრულება.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

** ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება 1C სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
** უპირსატესობად ჩაითვლება ერთ-ერთი ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული)

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მიზანმიმართულობა.

სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა - ქ.თბილისი, დ.გამრეკელის №2, Axis Business Centre.
** სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00).
** ანაზღაურება: 500 ლარიდან გადასახადების გარეშე. დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

გთხოვთ, რეზიუმეები გამოაგზავნოთ მეილზე - info@rossoft.ge და წერილის თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე