ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Rossoft
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "Rossoft" წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ფართოდ ცნობილია, როგორც ERP გადაწყვეტილებები) პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.rossoft.ge

კომპანია Rossoft აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კანცელარიის მოწესრიგება - დოკუმენტებთან მუშაობა;
** კომპანიის ელ-ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
** კომპანიაში შემოსული ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება.
** ოფიციალური წერილების მომზადება;
** მყიდველის შეკვეთაზე რეაგირება;
** ხელშეკრულების გაფორმება;
** ინვოისების მომზადება და კლიენტისათვის მიწოდება;
** შიდა შესყიდვების ორგანიზება (ოფისის მომარაგება სხვადასხვა სახის საკანცელარიო, საინფორმაციოთუ სამეურნეო მასალით);
** შესყიდვების ორგანიზება შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით -ინფორმაციის მომზადება შესყიდვის ობიექტის, ფასის, მოწოდების და გადახდის პირობების შესახებ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება;

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** საოფისე პროგრამების (MS Office, Google Mail, Drive) სრულყოფილი ცოდნა;
უცხო ენების (რუსული, ინგლისური) სრულყოფილ დონეზე ფლობა (წერა/კითხვა/საუბარი/მოსმენა)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** 1С სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი;
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დ. გამრეკელის №2.

გთხოვთ, ვაკანსიები გამოაგზავნოთ მეილზე: info@rossoft.ge; წერილის თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე