IT ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას IT ასისტენტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpoozo და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან პროფესიული, ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოვლისა და დაცვის წესების გაცნობა თანამშრომლებისათვის;
** კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა;
** თანამშრომლების კონსულტირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში;
** თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარვეზების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითების დროულად და სწრაფად შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე