მედია კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედია კონკურსი
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 215996_csrdg_mediacontest_8088660.rar
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) აცხადებს 2019 წლის მედია კონკურსს "ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის".

ყოველწლიური კონკურსი CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა და "კონრად ადენაუერის ფონდის" (KAS) მხარდაჭერით, 1 წლის წინ დაფუძნდა. იგი ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

კონკურსი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

1. სტატია;
2. სატელევიზიო სიუჟეტი;
3. მულტიმედია, ვიდეო მასალა;
4. რადიო;
5. ბლოგი.

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადებიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოში რეგისტიტრებულ მედია საშუალებაში ან ბლოგის მეშვეობით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

კონკურსი ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და "კონრად ადენაუერის ფონდის" (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე