შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "მაქს კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საქმიანობა: გათბობა-კონდიცირება, ცხელი წყლის სისტემების იმპორტი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** შესყიდვების კოორდინაცია (გათბობა-ვენტილაციის და მასთან დაკავშირებული პროდუქცია)
** ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება
** შესასყიდი საქონლის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით
** სხვადასხვა მომწოდებლებისგან შემოთავაზებული საქონლის ფასის თუ სხვა სახის ფინანსური ინფორმაციის ანალიზი
** პოტენციურ მომწოდებლებთან საქონლის ოპტიმალურ ფასად შესყიდვის მიზნით მოლაპარაკების წარმოება და კონტრაქტის გაფორმება
** შესყიდული საქონლის შესახებ ელექტრონული ბაზების მონიტორინგი
** შესყიდული საქონლის დათქმულ ვადებში მოწოდების მონიტორინგი
** შესყიდვების და სხვა სახის ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგი

უნარ-ჩვევები:

** აქტიური
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი
** ანალიტიკური უნარები
** სწრაფი ათვისების უნარი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** სასურველია თურქული ენის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@maxcomfort.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ხელფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე