Робота для біженців з України
მარკეტინგისა და ბრენდინგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და ბრენდინგის ასისტენტი
მომწოდებელი: ლონდონის საგუნდო ფესტივალი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"London Choral Festival" (ლონდონის საგუნდო ფესტივალი) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და ბრენდინგის ასისტენტის პოზიციაზე.

ლოკაცია: დისტანციური
გრაფიკი: სტუდენტზე მორგებული

პოზიციის აღწერა:

ლონდონის საგუნდო ფესტივალი არის ახალი საერთაშორისო მუსიკალური პროექტი, რომელიც ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია. ბრენდი იქმნება ნულიდან, რაც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთონ მისი იდენტობის, კომუნიკაციისა და განვითარების პროცესში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ბრენდის იდენტობის შექმნაში მონაწილეობა (ლოგო, ვიზუალური სტილი, ტონი)
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვაში მონაწილეობა
** პოსტებისა და კონტენტის დაგეგმვა (ტექსტი, ვიზუალი, იდეები)
** ვებგვერდის კონტენტის დაგეგმვაში მონაწილეობა
** პოტენციურ მონაწილეებთან კომუნიკაცია
** ახალი იდეების გენერირება და განხორციელება
** მარტივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა

მოთხოვნები:

** გამოცდილება სავალდებულო არ არის
** ინგლისური ენის ცოდნა C1 ან უფრო მაღალი დონე
** ინიციატივიანობა და შემოქმედებითი მიდგომა

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა

დამატებითი ინფორმაცია:

პოზიცია განსაკუთრებით განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით და საერთაშორისო კულტურული პროექტის განვითარების პროცესში მონაწილეობა.

გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ მითითებულ მისამართზე: 557785575a@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე