|
დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ალიანს ლოჯისტიკი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
ლოჯისტიკური კომპანია "ალიანს ლოჯისტიკი " 2012 წლიდან წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით.
ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას - ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
ანაზღაურება: 1000 - 1500 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 18:00. შაბათ კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო. "ტიფლის ბიზნეს ცენტრი".
ძირითადი მოვალეობები:
** ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი.
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება.
** ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@alogistics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.alogistics.ge
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|