Робота для біженців з України
ბეტონის ქარხნის მექანიკოსი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეტონის ქარხნის მექანიკოსი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
თანდართული ფაილი: 728031_2026__Application_Form_GE___1__1467664.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის მექანიკოსის პოზიციაზე მარნეულის რაიონში, სოფელ ხანჯიგაზლოში მდებარე ინერტული მასალების მწარმოებელ ქარხანაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: მარნეულის რაიონი, სოფელი ხანჯიგაზლო

სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი დღის ცვლა (ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება)

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხნის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ჩაბარებული ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და მანქანა-მექანიზმების გაფრთხილება, მოვლა და შენახვა;
** ქარხნის ტერიტორიაზე მოახლოებული რემონტების დაგეგმვა და წარმოება;
** შედუღებითი სამუშაოების შესრულება;
** დანადგარ-მოწყობილობების მუდმივი მონიტორინგი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით;
** შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება/გადაცემა უშუალო მენეჯერისთვის;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება მექანიკისა და შედუღების მიმართულებით;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემის დროულად აღმოფხვრის უნარი.

კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები:

** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევა საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
** ტრენინგები სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** სრულად ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ორივე მშობლისთვის;
** ფინანსური მხარდაჭერა ბავშვის შეძენის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - HB მექანიკოსი (მარნეული).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე