|
დასახელება:
უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი
|
| მომწოდებელი:
მპ დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
მპ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უსაფრთხოების თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** ობიექტის საპარკინგე სივრცის კონტროლი;
** ობიექტზე წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
** ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვა დაზიანების, დაკარგვისა და უკანონო ხელყოფისგან.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაკვირვებულობა;
** გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
სამუშაო გამოცდილება:
უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცინცაძის ქ. №37
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 13:00-დან 22:00 საათამდე (1-საათიანი შესვენებით).
ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 500 ₾ თვეში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/0Uy6iPBb
|
|
|
|