Робота для біженців з України
ავტოპარკის კოორდინატორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის კოორდინატორის თანაშემწე
მომწოდებელი: დელივეროუ
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან

"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის კოორდინატორის თანაშემწის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10-დან 6 საათამდე;
ანაზღაურება: ანაზღაურება ფიქსირებული 1000 ლარი;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 08.07.2026

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლში ჩართულობა;
** ავტომობილების სერვისზე გაყვანა;
** შეკეთებული ავტომობილების ზოგადი მდგომარეობის გადამოწმებაში ჩართულობა;
** ავტომობილებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის და სერვისის ისტორიის აღრიცხვა საჭიროების შემთხვევაში;
** საჭიროების შემთხვევაში გაფუჭებული ავტომობილის რეზერვი ავტომობილით ჩანაცვლების უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა)

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში;
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა

ბენეფიტი: კომპანიის მიერ უზრუნველყოფილია ავტომობილი და საწვავის ხარჯი

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 8 ივლისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ რომ კომპანია "დელივეროუ" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე