|
დასახელება:
ინგლისურენოვანი კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Evolvexe
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
(თბილისი) ინგლისურენოვანი კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი - პოზიცია არის დისტანციური, ოფისში პირველადი სწავლებებისა და მომზადების პერიოდის გავლის შემდეგ
"Evolvexe" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე საერთაშორისო პროექტისთვის ჯანდაცვის სფეროში (Healthcare field).
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი იმოქმედებს როგორც შუამავალი-ის მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას სამედიცინო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში. ამ პოზიციაზე წარმატების მისაღწევად, სპეციალისტი ყველა სიტუაციაში უნდა ინარჩუნებდეს სიმშვიდესა და პროფესიონალიზმს, ასევე უნდა ფლობდეს პერსონალური კომპიუტერისა და შესაბამისი პროგრამების გამოყენების უნარებს. აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერილობით. სამუშაო შესრულდება დისტანციურად.
მოვალეობები:
** მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული შეკითხვების დამუშავება ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის/წერილობითი ფორმით.
** ამომწურავი კონსულტაციის გაწევა და მომხმარებლის კითხვების დაზუსტება სამედიცინო პროდუქტებისა თუ მომსახურების შესახებ.
** კომუნიკაცია სუპერვაიზერებთან, სიახლეების მუდმივი გაცნობა და უკუკავშირის (Feedback) მიღება.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (C1), როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერილობით.
** პერსონალური კომპიუტერის მაღალ დონეზე ფლობა და სწრაფი ბეჭდვის უნარი.
** მოქნილი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.
** მზაობა, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამდე, გაიაროს პირველადი ტრენინგი და მოსამზადებელი პერიოდი ადგილზე, ოფისში.
რას ვთავაზობთ:
** ამომწურავ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ანაზღაურებად შვებულებას.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე დაფუძნებულ სამუშაო ურთიერთობებს.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 1400 ლარი Gross (დარიცხული) ყოველთვიური ხელფასი + ბონუსები (სრული განაკვეთი).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/nlCKhIme
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|