Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: MONCLER, SAINT LAURANT, CELINE, BALENCIAGA, BURBERRY, SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია პარფიუმერიისა და ტანსაცმლის მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #54
გრაფიკი: 10:00-19:00 (დასვენება შაბათ-კვირას)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

მოვალეობები:

** პარფიუმერიისა და ტანსაცმლის მიმართულებით ვიზუალური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** ყველა ონლაინ არხისთვის ვიზუალური მასალის მომზადება გაიდლაინის მიხედვით;
** E-commerce გაყიდვებისთვის ბანერების და ფოტოების განახლება;
** Instore საბეჭდი მასალების მომზადება (სივრცის, ფასდაკლების, კატეგორიის მაჩვენებელი...);
** აქციების და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების მომზადება (seasonal, launch, promo);
** ახალი ობიექტის გახსნის ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** გამოფენებისთვის პრეზენტაციების მომზადება;
** Outdoor ბანერების და სხვა ვიზუალების შექმნა;
** მასალების კატეგორიების მიხედვით დაარქივება;
** რეპორტების წარდგენა საჭიროებისამებრ;

კვალიფიკაცია:

** Adobe Photoshop; Illustrator; After Effect; სასურველია 3D Design;
** აუცილებელია პარფიუმერიის, სილამაზის ან მოდის ინდუსტრიაში მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ და გახდეთ პარფიუმერიის, სილამაზის და მოდის ინდუსტრიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე