Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707359&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკისა და იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკისა და იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ელტეგი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
კომპანია "ელტეგი" - ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორი, სამონტაჟო და მომსახურე კომპანია, რომელიც ოპერირებს ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტით.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.elteg.ge

კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკისა და იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. №44/3, თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: 1800 - 2200 ლარი (NET) +კვარტალური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვა და მართვა; ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** მომწოდებლებისა და პარტნიორების მოძიება და მონაცემთა ბაზის მართვა;
** მარაგების მონიტორინგი და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
** ტრანსპორტირების სრული ციკლის მართვა და კონტროლი;
** იმპორტისა და ექსპორტის პროცესების ორგანიზება და დოკუმენტაციის მართვა;
** ლოგისტიკური ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის ან მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა -მაღალ დონეზე (წერილობით და ზეპირად);
** რუსული ენის ცოდნა- სამუშაო დონეზე
** საოფისე პროგრამების (MS Excel, Word, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: llabadze@elteg.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება-ლოგისტიკისა და იმპორტის მენეჯერი.წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია