Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702982&print=yes&view=jobs
 
სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** სტუდენტთათვის ცნობების მომზადება და გაცემა;
** სტუდენტთა შესახებ გარე კორესპონდენციების მომზადება;
** სტუდენტთა დოკუმენტაციის ციფრული ასლების მომზადება;
** სტუდენტთა პირადი საქმეების ფორმირებაში მონაწილეობა;
** დიპლომის დანართის მომზადებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა;
** ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესებში მონაწილეობა;
** შიდა და გარე მობილობის პროცესების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
** უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეყვანა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია