Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702918&print=yes&view=jobs
 
საწყობის ვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ვაიზერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ვაიზერის პოზიციაზე, ბათუმში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის N17ა.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:30 სთ. შაბათი 09:00-15:00 დასვენების დღე კვირა, შესვენება დღეში 1 საათი.
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე მარაგების გადახედვა და კონტროლი;
** საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა.
** ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება/შეგროვება;
** დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის შეგროვებული შეკვეთების გადაცემა;
** პერიოდულად საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge.
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია