|
დასახელება:
ჰორეკა გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თბილღვინო
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.
დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbilvino.ge
"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი სამუშაო ამოცანები:
** ჰორეკა მიმართულებით გაყიდვების გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა, აღსრულების მართვა და რეპორტინგი
** გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი, გეგმის შესრულებაში გადახრების ანალიზი და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა მენეჯმენტთან გეგმის შესრულების უზრუნველსაყოფად
** გაყიდვების გეგმის განაწილება გუნდის წევრებზე და ინდივიდუალური შესრულების მონიტორინგი
** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, პარტნიორების სპეციფიკისა და კომპანიის ხედვის გათვალისწინებით გაყიდვების მიდგომების განსაზღვრა და აღსრულება
** პარტნიორ ობიექტებთან ურთიერთობების მართვა, საჭიროების მიხედვით თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება ან/და განახლება
** პარტნიორების მხრიდან შეთანხმებული პასუხისმგებლობების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, დებიტორული დავალიანებების კონტროლი
** ბაზრის კვლევა, შესაძლებლობებისა და სიახლეების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა მენეჯმენტთან
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა შესაბამის სამსახურებთან ერთად და შესრულების უზრუნველყოფა
** ბაზარზე დაგეგმილი აქტივობების (სხვადასხვა ფესტივალები და ა.შ.) მონიტორინგი და საჭიროებისამებრ ჩართულობის დაგეგმვა
** ჰორეკა გუნდის განვითარებაზე ზრუნვა, საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება
** გაყიდვების ქსელის მონიტორინგი, ქსელში ვიზიტების განხორციელება და შედეგების რეპორტინგი
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ამოცანების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ან მეღვინეობის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე
** სასურველია ღვინის სფეროში არსებული სხვადასხვა ადგილობრივი ან საერთაშორისო კურსის სერტიფიკატი (WSET და ა.შ.)
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა და მართვის მოწმობა
პროფესიული უნარ-შესაძლებლობები:
** ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების მართვა
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდის მართვა და დელეგირება
სამუშაო პირობები:
** ძირითადი სამუშაო ადგილი: პეტრე მელიქიშვილის #8ა
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00
** სახელფასო ბიუჯეტი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას, საწვავს და კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!
"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".
სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|