Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702889&print=yes&view=jobs
 
რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორაციული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერი

სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** ანალიტიკური რეპორტების მომზადება სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებისა და მენეჯმენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** არსებული, პერიოდული რეპორტების მომზადება, გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია, ასევე ახალი რეპორტების შექმნა მოთხოვნების შესაბამისად;
** კლიენტებისა და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება (შემოსავლიანობა, აქტივობა, დინამიკა, კონცენტრაციები და სხვა);
** მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა და შესაძლო პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი ანალიტიკური დასკვნების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების განახლებასა და შექმნაში მონაწილეობა, მონაცემთა სიზუსტისა და სრულყოფის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზების დამუშავების, რეპორტინგის და/ან ანალიტიკის მიმართულებით. მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ტექნიკური ცოდნა:

** სავალდებულოა MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** სავალდებულოა SQL-ის ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების ძირითადი ფორმების (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიში, ფულადი ნაკადების ანგარიში) სტრუქტურისა და ურთიერთკავშირის ცოდნა;
** სასურველია Power BI ცოდნა;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია