|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
შპს ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
ფუნქცია- მოვალეობები:
** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კომპანიის მიერ განსაზღვრული თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შესრულება;
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სტრატეგიულ მენეჯმენტში (პრიორიტეტი მიენიჭება ავეჯისა და დეკორის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას);
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარ -ჩვევები:
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საკომუნიკაციო ხარჯი;
** Fit Pass ბარათი;
ლოკაცია: ქ. თბილისი, ქსნის ქ.36
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 2000 ლარი + საბონუსე სისტემა. (ბონუს სისტემა მიზნობრივი შედეგების მიხედვით).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|