Робота для біженців з України
ოპერაციების მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ევროპის ბაზარზე, ეძებს გუნდის ახალ წევრებს შემდეგი მიმართულებით: ოპერაციების მენეჯერი ბათუმსა და თბილისში.

მოვალეობები:

** ლოჯისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობები;
** შეთავაზებებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
** არსებული პორტფელის მართვა და მომსახურება;
** საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დაგეგმვა კომპანიის წარმომადგენლებთან;
** მოლაპარაკების წარმოება;
** მენეჯმენტთან რეპორტინგი;
** ლოჯისტიკური ბაზრის კვლევა/ანალიზი;
** შეკვეთების მიღება;
** პოტენციური კლიენტებისათვის შეთავაზებების მომზადება კონკრეტულ მომსახურებაზე და მოლაპარაკების წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებზე ინფორმაციის მუდმივად მოძიება და მონაცემთა ბაზების წარმოება/განახლება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
** ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა;

დამატებითი პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; შაბათი (ნახევარი დღე).
** გამოსაცდელი ვადა - 2 თვე;
** ხელფასი - 1700 ლარი + ბონუსი;

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** გამართული მეტყველება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კლიენტურასთან ყოველდღიური მუშაობა და კომპანიის მომსახურების შესახებ ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.მისამართზე hr7logistics@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე