|
დასახელება:
წარმოების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
ჩვენი საწარმოო კომპანია ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგებზე ორიენტირებულ წარმოების ხელმძღვანელს, რომელიც მოიაზრებს პროცესების ხარისხიან მართვას, გუნდის განვითარებას და წარმადობის ზრდას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი კვირაში. კანონით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად;
ანაზღაურება: 2500 ლარი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ვადის გასვლის შემდეგ 3000 ლარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების პროცესების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაგეგმარება;
** გუნდთან სამუშაო გრაფიკების შემუშავება და ამოცანების გადანაწილება;
** ნედლეულის, ინვენტარის და რესურსების მართვა;
** ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ტექნიკური პრობლემების დროული გამოვლენა და ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების სტანდარტებისა და დისციპლინის კონტროლი საწარმოში;
** თანამშრომლების მოტივაცია, მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** წარმოების მონაცემების ანალიზი და რეპორტების მომზადება;
** სხვა დეპარტამენტებთან (ლოგისტიკა, HR, მარკეტინგი, ხარისხი) ეფექტური კომუნიკაცია;
** ახალი თანამშრომლების დანერგვის პროცესში ჩართულობა.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების საბაზისო ცოდნა;
** გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და ეფექტური დროის მართვა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორად მიღების უნარი;
** ტექნიკური პროცესების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კარგი უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და მნიშვნელოვან როლს კომპანიის ზრდის პროცესში;
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: foodcompany2403@gmail.com.
სათაურში მიუთითეთ: "წარმოების ხელმძღვანელი".
|
|
|
|