Робота для біженців з України
მენეჯერი - ტყიბული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ბუტიკური სასტუმრო
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
ჩვენ ვართ ახალი, თანამედროვე ხედვებზე დაფუძნებული ბუტიკური სასტუმრო ტყიბულში, ქუთაისიდან 25 კილომეტრში.

მოტივირებულ, ორგანიზებულ და სტუმარზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების მართვაში.

ადგილმდებარეობა: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის წყალსაცავის მიმდებარედ.
სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კონტროლი
** თანამშრომლების მართვა, შერჩევა და მონიტორინგი
** სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** ჯავშნების მართვა (Booking.com, PMS სისტემები)
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ხარჯების ოპტიმიზაცია
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია
** სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა

საჭირო კვალიფიკაცია:

** გამოცდილება სასტუმროს სფეროში (გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირების შესაძლებლობა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, ლიდერული უნარები და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციის მაღალი დონე;
** გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** PMS სისტემებთან მუშაობის ცოდნა სასურველია

პირობები:

** კონკურენტული ხელფასი
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** ანაზღაურება: 2500-5000 ლარი.

გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: boutiquehotelsopeli@gmail.com სათაურად მიუთითეთ: "მენეჯერი - თქვენი სახელი და გვარი".

საკონტაქტო პირი: თინათინ კუპატაძე 598 129 199.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე