Робота для біженців з України
შეფ დე პარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარდი
მომწოდებელი: იაკობის ეზო
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კულინარიული ნაწარმის მომზადება (არსებული მენიუს მიხედვით);
** სტანდარტების და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს დაცვა;
** ტექნოლოგიური ბარათის შექმნა;
** შიდა სტანდარტებზე ადაპტირება;
** საჭირო პროდუქტის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის კონტროლი;
** მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების უზრუნველყოფა;
** შემოსული შეკვეთების სწორი გადანაწილების კონტროლი მზარეულებს შორის და კომუნიკაცია სამზარეულოს და მომსახურე პერსონალს შორის;
** თითოეული კერძების ხარისხის, რაოდენობის, პრეზენტაბელურობისა და სწორი ტემპერატურის შემოწმება და კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე;
** სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** გუნდის მართვა და მონიტორინგი;
** შეკვეთების და ქოსთის კონტროლი;
** HACCP ცოდნა და კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე