|
დასახელება:
საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ესთეტიკ იაფი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
"ესთეტიკ იაფი" - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია სამშენებლო სექტორში, აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომფორტულ ინფრასტრუქტურას, რის გამოც მენეჯერის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მან უნდა უზრუნველყოს სერვისის უწყვეტობა და მაცხოვრებლების გამართული ყოველდღიური ცხოვრება.
ძირითადი მოვალეობები:
** საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის პროცესების მართვა;
** კომპლექსში სერვისების ხარისხის კონტროლი;
** კონტრაქტორი კომპანიების მუშაობის ზედამხედველობა;
** მაცხოვრებლებთან შეხვედრების ორგანიზება და კომუნიკაცია;
** მონაცემების განახლება;
** ზარებისა და შეტყობინებების მიღება და დროული რეაგირება;
** მოვლა-პატრონობის გადასახადების მონიტორინგი;
** კამერების მონიტორინგი და უსაფრთხოების კონტროლი;
** სამეზობლოს ელექტრონული პლატფორმის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონე;
** მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებისა და კომუნიკაციის მაღალი უნარები.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: estetikyapioficce@gmail.com
|
|
|
|