|
დასახელება:
დამწყები აუდიტორი - ანაზღაურებადი სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
TaxInfo ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
|
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - "TaxInfo" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა.
დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
** ფასს სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.
მოვალეობები:
** ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
** საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
** მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;
** უფასო ტრენინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
** სტაჟირების დამთავრების შემდეგ დამწყები აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო ანაზღაურება: 1000 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, 2025 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
|
|
|
|