|
დასახელება:
სავაჭრო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.
საბითუმო ვაჭრობასთან ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. "თერმო ცენტრი" 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.
"თერმო ცენტრი" გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 2000 ლარი).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი (სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი - ჰიმერმარკეტი "დომინო").
ჩვენ გთავაზობთ:
** შვებულებით სარგებლობას პირველივე თვიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა;
** სტენდზე განთავსებული პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა;
** მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე განვადების, გადანაწილებისა და პროდუქციის ადგილზე მიტანის შემთხვევაში ინვოისის გამზადება და კლიენტისთვის გადაცემა;
** ქსელში შეტანილი პროდუქციის მონიტორინგი და დომინოს საწყობში არსებული მარაგების კონტროლი;
** დომინოს საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და სტენდის შევსება;
** აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილებისა ან/და სანტექნიკის პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** სასურველია, უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავაჭრო წარმომადგენელი."
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|