|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.
საბითუმო ვაჭრობასთან ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.
"თერმო ცენტრი" გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 2000-2500 ლარი).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის 140 (დიდუბის მეტროსთან).
ჩვენ გთავაზობთ:
** შვებულებით სარგებლობას პირველივე თვიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, პროდუქციის მახასიათებლების ახსნა და შეთავაზების გაკეთება;
** ხელოსნებთან/დიზაინერებთან რეგულარული კომუნიკაცია და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში, გაყიდული პროდუქციის დარეზერვება და დათქმულ ვადებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** მარაგების პროგრამული და ვიზუალური მონიტორინგი და კონტროლი;
** პერიოდულობით, პროდუქციის ფასმაჩვენებლების გადამოწმება და შეცვლა;
** ფილიალის აღწერაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილებისა ან/და სანტექნიკის პროდუქციის შესახებ ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია, Fina-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამები (MS Office);
** სასურველია, უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - HR@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|