|
დასახელება:
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Nomads Of Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
ტურისტული კომპანია "Nomads Of Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება ბიზნესის განვითარებაში, გაყიდვებში ან ტურიზმის მიმართულებით აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook);
** გამოცდილება ტურისტულ პლატფორმებთან, OTA-ებთან, ან მსგავსი SaaS/booking სისტემებთან მუშაობის მიმართულებით;
** ონლაინ პროდუქტების განვითარებასა და ტექნიკურ გუნდებთან კომუნიკაციაში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი შესასრულებელი ამოცანები:
** არსებული ონლაინ პლატფორმის განვითარების პროცესის ხელმძღვანელობა - პლატფორმის სტრატეგიული მართვა და მისი სრულფასოვანი ოპერირება;
** პლატფორმაზე კომპანიის პროდუქტის გასაყიდად ახალი პარტნიორების მოძიება და სისტემურ ინტეგრაციაზე მოლაპარაკება;
** გუნდის მუშაობის ხარისხის კონტროლი - დავალებების განაწილება, KPI-ების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
** მიმდინარე პროცესების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესებაზე მუდმივი ფოკუსირება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და პარტნიორებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვა;
** პლატფორმის მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუშაობა და ტექნიკურ/ოპერაციულ გუნდებთან კოორდინაცია;
** შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა - მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაცია.
პიროვნული თვისებები:
** სტრატეგიული, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ინიციატივიანი, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის მაღალი დონე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე დაკვირვებულობა.
ჩვენი გთავაზობთ:
** მაღალი ანაზღაურება: თვეში 2500 ლარიდან (კვალიფიკაციის მიხედვით და ზრდის პერსპექტივით);
** კორპორატიული დაზღვევა, სამუშაო ტელეფონი და კომპიუტერი;
** პროფესიული განვითარების და ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული გუნდი და კომფორტული სამუშაო გარემო;
** სამუშაო ადგილი - თბილისი (სრული განაკვეთი).
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: joni@nomadsofgeorgia.com
შენიშვნა: კომპანიას დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს!
|
|
|
|